ახალციხის თემმა ტენდერებიდან 146 000 ლარი დაზოგა – რას მოახმარენ თანხას

543

ახალციხის თემმა სხვადასხვა ტენდერიდან 146 000 ლარი დაზოგა. ამ თანხას მუნიციპალიტეტის გამგეობა გზებისა და შენობების რეაბილიტაციას მოახმარს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაზოგილი თანხიდან გზების რეაბილიტაციას 51 000, სოფელბში არსებულ კულტურის სახლებსა და სხვა საზოგადოებრივ შენობებს კი 90 000–მდე ლარს მოახმარს. ბიუჯეტში ცვლილება ახალციხის თემის საკრებულომ დღეს, 21 აგვისტოს, რიგით მე–10 სხდომაზე შეიტანა.

„ამ თანხის დაზოგვა მოხდა სკვერებზე, საბავშვო ბაღებსა და ასევე სხვა პროექტების განსახორციელებლად გამოცადებული ტენდერებიდან“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი გელა ლომიძე.

მისი თქმით, დაზოგილი 146 000 ლარით გზებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერები გამოცხადდება.