პაატა ნადირაძე: ვადასტურებ, რომ ჩემი გადადგომა არჩევნებს უკავშირდება

1134

პაატა ნადირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ იმერეთის მხარის ვიცე გუბერნატორის პოსტიდან გადადგა, ადასტურებს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, თუმცა მეტი კონკრეტიკისაგან თავს იკავებს.

“ვადასტურებ, რომ ჩემი გადადგომა არჩევნებს უკავშირდება, თუმცა მეტს ვერაფერს გეტყვით, არ მინდა წინასწარ საუბარი, რამდენიმე დღეში ყველაფერი გახდება ცნობილი, ველოდები 25 აგვისტოს, ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები”, -განაცხადა მან “ნიუპრესთან” საუბარში.

შეგახსენებთ, როგორც იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ “ნიუპრესს” განუცხადა, იმერეთში “ქართული ოცნება” პარტიულ პრეზენტაციას ქუთაისში, სავარაუდოდ,  25 აგვისტოს გამართავს, სადაც მხარის მასშტაბით კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი წარადგენს.

არსებული ინფორმაციით,  პაატა ნადირაძე კენჭს ჭიათურაში იყრის.

წყარო: ნიუპრესი