“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ქუთაისში, სავარაუდოდ, ნიკა ლატარია უხელმძღვანელებს

669

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია, სავარაუდოდ,  “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ასევე მომავალი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

აღნიშნულს არც უარყოფს და არც ადასტურებს თავად ნიკა ლატარია.  როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს,  ამ თემებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

“ჯერ ადრეა, ვისაუბროთ მსგავს თემებზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ გავრცელებულ ინფორმაციას”,-აცხადებს ლატარია.

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის პოსტზე ნიკა ლატარიასთან არსებულ მოლაპარაკებებს ადასტურებენ პარტიაში.

აღსანიშნავია, რომ  “ქართული ოცნების” საარჩევნო  შტაბს გასულ წელს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობდა, რომლის კანდიდატურაც ქუთაისის მერის პოზიციაზე განიხილება.

წყარო: ნიუპრესი