თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებში კენჭს იყრის

1082

ყოფილ დეპუტატს, პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერ თამაზ მეჭიაურს თიანეთის მერობა სურს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მას „პატრიოტთა ალიანსისა“ და ნინო ბურჯანაძის შეთავაზება ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ, სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

„მოვუწოდებდი ეროვნულ პლატფორმაზე მყოფ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ, რომ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი დაეყენებინათ, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოხერხდა – „პატრიოტთა ალიანსს“ თავისი კანდიდატურა ჰყავს, ნინო ბურჯანაძეს თავისი. გაერთიანების შემთხვევაში, მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა იქნებოდა და მთავარი ოპოზიციის მანტიასაც გახდიდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომაც, დავკარგე ინტერესი თბილისში არჩევნებში მონაწილეობის, მაქსიმუმ რაც შეიძლებოდა მიმეღო, ეს იყო ერთი მანდატი საკრებულოში, რითაც ნაკლებ სარგებლობას მოვუტანდი თბილისს, ვიდრე ჩემი ჩასვლით თიანეთში. ამიტომაც, თიანეთის მერობის კანდიდატი ვიქნები ჩემი პარტიიდან“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაურის შეფასებით, მისი მთავარი მოწინააღმდეგე „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება.

წყარო: ინტერპრესნიუსი