“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შიდა ქართლში კანდიდატები წარადგინა

787

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შიდა ქართლში თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატები წარადგინა. გორში მერობისათვის  რევაზ კახნიაშვილი იბრძოლებს, კასპში – ალექსანდრე შაქარაშვილი,  ქარელში კი  – ნიკოლოზ ახალკაცი.  გარდა მერობის კანდიდატებისა,  “ნაციონალურმა მოძრაობამ” გორში  25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხოლო ქარელში 17 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  წარადგინა.