ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს პრეზიდენტი 22 აგვისტოს გამოაცხადებს

640

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გორგი მარგველაშვილმა 27 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები  ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.

არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

წყარო: ტელეგრაფი