კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზა კეთდება

1173

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება,   კეთდება სანიაღვრე არხები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.  სამუშაოების განხორციელებისთვის  სახელმწიფო ბიუჯეტიდან  1 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

კაჭრეთი-ზემო კაჭრეთის გზის რეაბილიატცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და შემოდგოიმდან ადგილობრივები ახალი გზით შეძლებენ  სარგებლობას.