ქუთაისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

696

ქუთაისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი იობაშვილი დაინიშნა. ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ დალაქიშვილი მერის მოადგილეობიდან გათავისუფლდა. იგი იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

გიორგი იობაშვილი კურატორობას გაუწევს მერიის საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი