ბაკურიანში  ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულებულია

655

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანია  ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობას ამცირებს.  წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით.

აღნიშნული გეგმის გათვალისწინებით, დაიხურა ბაკურიანის არსებული ნაგავსაყრელიც, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ოპერირების ნორმებს. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და საიზოლაციო ფენით  გადაფარვა.

დასრულებული სამუშაოები „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან   ერთად დაათვალიერა.

ბაკურიანის  ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 124 998  ლარი შეადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ბაკურიანის ნარჩენებს  ბორჯომ-ბაკურიანის ნარჩენების  გადამტვირთი ახალი სადგური მიიღებს.