აბაშაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

640

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ მარანსა და სოფელ პირველ მაისში გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მეორე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები  ხორციელდება. მიმდინარე პრექტები მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა  დაათვალიერეს.   სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს:   მაცხოვრისკარიდან სოფელ ძველი აბაშის მიმართულებით,  გამსახურდიას ქუჩის IV შესახვევში და  აკაკის ქუჩის ბოლოდან სოფელ კოდორის მიმართულებით.

მეორე ეტაპის სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 163 179 ლარს შეადგენს. პროექტი   „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან“ დაფინანსდა და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს. “არქეოპოლისი” ახორციელებს.