გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია:გაპონოვის ქუჩაზე სამუშაოები 10 დღეში დასრულდება

775

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, ქუთაისის, გაპონოვის ქუჩის მოსახლეობის პორტესტს პასუხობენ. კომპანიის აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, განცხადებით. გაპონოვის ქუჩაზე სამუშაოებს 10 დღეში დასრულდება და გზის საფარიც დაიგება.

“გაპონოვის ქუჩაზე არ დასრულებულა პროცესი. რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროცესები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება, გადაერთების სამუშაოები ტესტირების რეჟიმით, და დაიწყება საფარის დაგება.

ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ ,,ეს ემ კა”-ს საქმიანობას და ხარვეზების შემთხვევაში მივმართავ. მათ ჯერ უარი არ უთქვამთ არცერთი ხარვეზის გასწორებაზე, ვადებშიც ჯდებიან, ასე რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ტიპის სანქციის აუცილებლობა.

ქუთაისში წყალმომარაგების პროექტი 2018 წლის ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.ვადები დაცულია და სამუშაოები მიმდინარეობს,”-განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ თათარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გაპონოვის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ქუჩებში გამუდმებულ წყალქცევებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანია ,,ეს ემ კა” რომელიც წყალმომარაგების სამუშაოებს ასრულებს ქუთაისში უხარისხოდ მუშაობს და სიტუაცია გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა.

წყარო: აიპრესი