მარნეულის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

725

მარნეულის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპისთვის დასრულდა წერეთლის ადმინისტრაციულში,  სოფელ ნორგიულის შიდა გზების რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში  მოასფალტდა   1 808 მეტრი სიგრძის  გზა. პროექტი განხორციელდა   რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან და  ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ღირებულება  318 588 ლარია.  რეგიონში განსახორციელებელი პროექტების   ფონდიდან გამოყოფილია 172 038 ლარი,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი  146 550 ლარი.

აღნიშნულ სოფელში, გზის რებილიტაციის პროექტი, ეტაპობრივად განხორციელდა. 2015–2016 წლებში მოასფალტდა გზის გარკვეული ნაწილი წელს კი რეაბილიტირებული იქნა გზის მთლიანი მონაკვეთი.