განახლებულ აღმაშენებელზე ღია კაფეების ნაწილი მუშაობას წყვეტს – რა მოთხოვნები აქვს თბილისის მერიას

644

განახლებულ აღმაშენებელზე მდებარე ღია კაფეების ნაწილი მუშაობას წყვეტს. მიზეზი მერიიდან შესაბამისი ნებართვის არარსებობაა.

დედაქალაქის მთავრობის მიერ წაყენებული მოთხოვნები მხოლოდ იმ კომერციულ ობიექტებს ეხება, რომელთა სივრცეები საფეხმავლო ბილიკზეა განთავსებული. თუმცა, ღია კაფეების მეპატრონეები ამბობენ, რომ მერიამ შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად საკმარისი დრო არ მისცა.

ქალაქის მთავრობა ბიზნესსუბიექტებს საკუთარ ვალდებულებებს ახსენებს და საქმიანობის გასაგრძელებლად ნებართვების აღებისკენ მოუწოდებს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი