„ერთიანმა ნაციონალურიმა მოძრაობამ“ ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში მერობის კანდიდატები წარადგინა.

651

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ახალციხეში, ცენტრალურ პარკში 17:00 საათიდან შეიკრიბნენ. მერობის კანდიდატები მათ პარტიის ლიდერებმა ნიკა მელიამ და ზაალ უდუმაშვილმა წარუდგინეს.

„ეს არჩევნები ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობას სცდება. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, როცა ხალხმა „ოცნებას“ უნდა უთხრას კი, ან არა. ჩვენ არ დავიძინებთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ბრძოლას სწორი ადამიანები სჭირდება, რომლებსაც დღეს მერობის და გამგელობის კანდიდატებად წარმოგიდგენთ. მაგრამ მანამდე მინდა სიტყვა მილიონნახევრიანი ქალაქის მერობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს გადავცე“, – განაცხადა მელიამ.

უდუმაშვილმა აქცენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს განხორციელებულ პროექტებზე, ასევე წინა ხელისულფების დროს განახლებულ „ახალციხის ციხეზე“ გააკეთა: „დღეს თუ ახალციხეში ჩამოდიან ტურისტები, ეს იმ ხელისუფლების დამსახურებაა. თქვენ მე წლების განმავლობში ტელევიზორში მიყურებდით, ისმენდით ჩემგან ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ მოვიდა დრო, როცა მე გადმოვედი ტელევიზორიდან და მოვედი თქვენთან იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების ბრძოლაში ჩავერთო“.
უდუმაშვილმა შეკრებილებს ახალციხის მერობის კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძე წარუდგინა.

„ქყვეყნისთვის საქმის კეთებას თანამდებობა არ სჭირდება. მაგრამ იმას, რომ ქალაქში ქოთნებით ყვავილები კიარ დადგა, არამედ მნიშვნელოვანი პრობლემები მოაწესრიგო, ნადვილად სჭირდება თანამდებობა, ლეგიტიმაცია. ჩვენ ამ რეგიონში არჩევნები მოვიგეთ, 2012–ში, 2016–შიც და გამარჯვებაში ახლაც დარწმუნებულები ვართ“, – განაცხადა ბარძიმაძემ წარდგენისას და დაამატა, რომ „ნაციონალების“ გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი, იმ მიზეზით რომ ადგილზე ათვისებული ვერ იქნა, ცენტრალურ ბიუჯეტს არასდროს დაუბრუნდება.

ბარძიმაძის შემდეგ ტრიბუნაზე სიტყვით ბორჯომის მერობის კანდიდატი ვალერი გრიგალაშვილი გამოვიდა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დრის, ის პროგრამები, რომლებიც ბორჯომში ხორციელდებოდა, აღარ არსებობს: „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბორჯომში კრიმინალი მძვინვარებს. დაწვეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა, ციხისჯვარში იქურდება ბინები, გააქციეს მეუფე, დაანგრიეს ილიას ძეგლი. მე გამაჩნია ის გამოცდილება რაც გამოდგება ბორჯომს. აღვკვეთ იმ ვაგხანალიას რაც სუფევს ბორჯომში“.

შეკრებილებს ასპინძის მუნიციპალიტეტში „ნაციონლაური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მალხაზ მოსიძე ზაალ უდუმაშვილმა გააცნო.
„მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან, გვიდგახართ გვერდში და არას ეუბნებით თქვენ სოფლებსა და ქალაქებში შეჩერებულ პორექტებს. ყველას მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება მეტი მხნეობა და გამბედაობა გამოიჩნოს ამ არჩევნებზე, შემოხაზოს ხუთიანი და ხმა მისცეს ქვეყნის განვითარებას. ხალხის ჩართულობითა და აქტიურობით ბევრი რამის შეცვლა შეიძლება ქვეყანაში“, – მიმართა მოსიძემ ამომრჩევლებს.

მის შემდეგ ტრიბუნა ადიგენში მერობის კანდიდატს რატი ტატალაშვილს დაეთმო. მან ყურადღება თვითმმართველობის რელაურ დამოუკიდებლობაზე გაამახვილა: „ჩვენ წარვადგენთ ისეთ პროგრამას, რომელიც არცერთ კანდიდატს ადიგენში არ ექნება. ჩვენი წარდგენილი პროგრამა ქვაკუთხედი იქნება მომავალში თვთიმმართველობის მოსაწყობად. ასევე ის დაედება საფუძვლად ქვეყანაში საკანონდებლო ცვლილებებს. ჩვენ ვიბრძოლებთ დეცენტრალიზებული თვთიმმართველობისთვის. დარწმუნებული ვარ გამარჯვება ჩვენ მხარეს იქნება მიუხედავად ტოტალური დაშინებისა“.

მესხეთში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

„22 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ისევ ასე ყველა ერთად ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – დაემშვიდობა უდუმაშვილი ქალაქის პარკში შეკრებულებს.

წყაროს: სამხრეთის კარიბჭე