მარნეულის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” , სავარუდოდ, ამირან გიორგაძე იქნება

654

მარნეულის მერის არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“, სავარაუდოდ, ამირან გიორგაძე მიიღებს მონაწილეობას.

არსებული ინფორმაციით, სწორედ გიორგაძის კანდიდატურის დასახელებას გეგმავს „ქართული ოცნება“ მარნეულის მუნიციპალიტეტში კანდიდატად.

თავად გიორგაძე  ამ ფაქტს არ უარყოფს და აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა ერთ-ერთია, რომელიც პარტიაში განიხილება. გიორგაძის თქმით, ქვემო ქართლის რეგიონში გამგებლის კანდიდატების წარდგენა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს მოხდება.

ამირან გიორგაძე მარნეულის საკრებულოს დეპუტატი, საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მოქმედმა გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, 11 აგვისტოს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. მარნეულის საკრებულომ ცნობად მიიღო მისი განცხადება და უფლებამოსილება თოფჩიშვილს ოფიციალურად გუშინ შეუწყდა.

წყარო: ინტერნპრესნიუსი