ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

1539

ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  ქვიშხეთში რეაბილიტაცია უტარდება დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს, ხოლო  სოფელ წაღვლში ბეტონის გზისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა და ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა დაათვალიერეს.

წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 763 107 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელება პრიორიტეტულია მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდის მიმართულებით. პროექტის დასრულება 2018 წლის ივლისშია დაგეგმილი.

სოფელ წაღვლში ბეტონის გზისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების ჯამური ღირებულება 295 032 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შედეგად სოფლის მოსახლეობის გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.