განმუხურის სანაპირომდე მისასვლელი 6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

686

დარჩელი – განმუხურის 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. ასევე, აშენდა ახალი რკინა-ბეტონის ხიდი, გაკეთდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა. სამუშოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი არის სოფელ განმუხურთან და შავი ზღვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზა, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას ვერ უზრუნველყოფდა.

“ჩვენ უკვე დავასრულეთ გზის სრული რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ზონებში, სადაც დამსვენებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა. წლევანდელ სეზონზე ადგილობრივები და აქ ჩამოსული სტუმრები ახალი და კომფორტული გზით უკვე სარგებლობენ’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.