ბორჯომის ცენტრში “დიდი ხიდის” რეაბილიტაცია გრძელდება

738

ბორჯომის ცენტრში ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით  აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ობიექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა დაათვალიერა.

„პროექტის მიხედვით, ხიდზე უკვე დასრულებულია გზის სამოსის და ტროტუარების მოწყობა, დღეს კი აქტიურად მიმდინარეობს ბურჯების, მოაჯირებისა და არსებული მილსადენის შეღებვა-შელესვის სამუშაოები“, – აღნიშნა გამგებელმა.

ე.წ. დიდი ხიდი ცენტრალურ მაგისტრალს ქალაქის მთავარ ქუჩებთან აკავშირებს.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიდის იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვლება.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებისათვის 167 193 ლარი გაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 საფეხმავლო ხიდის მოწყობისა და 1 ახალი ხიდის მშენებლობა განხორციელდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი