გოგი წულაია, სავარაუდოდ, ქუთაისის მერობის კანდიდატი იქნება

910

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისის მერობის კანდიდატად დასახელდება. როგორც გოგი წულაია  განმარტავს, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“მიმდინარეობს განხილვა, 80%-ით, ალბათ, ვიქნები მერობის კანდიდატი, აგვისტოს ბოლოს გევცოდინება საბოლოო პასუხი. ვთვლი, რომ ძლიერი კანდიდატი ვარ და ჩავერთვები ამ ბრძოლაში”, -განაცხადა გოგი წულაიამ.

მისივე თქმით, არჩევნებისთვის ბლოკში გაერთიანედებიან, თუმცა არა “პატრიოტთა ალიანსთან”,  რადგან ისარჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღბას. წულაიას თქმით, “თავისუფალი საქართველო”  ამ დროისთვის  ნინო ბურჯანაძის პარტიათან აწარმოებს მოლაპარაკებას.

წყარო: ნიუპრესი