სამცხე–ჯავახეთში წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერმა თანამდებობდა დატოვა

660

საქართველოს გაერთიანეbული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი ბორის სპანდერაშვილი დაკავებული პოზიციიდან გადადგა.

სამცხე–ჯავახეთში შვიდდთვიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს გაერთიანეbული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერმა ბორის სპანდერაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

„სხვა თანამდებობა ვნახე და იმიტომ წავედი. სად მივდივარ ამაზე კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ, თუმცა გეტყვით რომ წყალმომრაგების კომპანიაში არ ვრჩები“, – ამბობს სპანდერაშვილი.

ამ დროისთვის რეგიონული ფილიალის მენეჯერის მოვალეობას ბაკურიანის სერვისცენტრის მენეჯერი ბესიკ ფილაური ასრულებს.

„ის ჯერ დროებით მოვალეობის შემსრულებლადაა დანიშნული. დარჩევა თუ არა ამ პოზიციაზე ეს ჯერ გარკვეული არ არის“, – გვითხრეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სპანდერაშვილმა განცხადება თანდებობის დატოვების შესახებ 8 აგვისტოს დაწერა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა.