ქუთაისის ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

928

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ბაგა-ბაღებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მე-3-ე მე-4-ე, მე-15-ე, და 33-ე ბაღების არსებულ შენობებს მიშენებები უკეთდება. ოთხივე ბაღში 2 სართულის მიშენება მოხდება. სამუშაოების აუცილებლობა ბავშვთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია.

სკოლამდელი დაწესებულებების მოწყობაზე 858364 ლარი იხარჯება. რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან (65% )და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ( 35% )ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ,,ჯორჯიან ტექნო გრუპი” და შპს ,,ახალშენი” ასრულებენ. სამუშაოები სრულად ოქტომბრის თვეში დასრულდება.

,,ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც მოიცავს, როგორც საგზაო ასევე სხვა ტიპის სამოქალაქო მშენებლობებს. შარშან ორი ბაღი ავაშენეთ, ერთს რეკონსტრუქცია ჩავუტარეთ, ოთხს კი მიშენება გავუკეთეთ. წელსაც დადგა ამის საჭიროება. პირველ რიგში სამუშაოები იქ ხორცილდება, სადაც ამის მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 25 წელია ჩვენს ქალაქში არც ბაღი აშენებულა და არც სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებულა ამ მიმართულებით.”-აღნიშნა შოთა მურღულიამ