დავით ნარმანია: შესაძლოა, ვიყო საჯარო სექტორში, შესაძლოა, სხვა სექტორში

812

შესაძლოა, ვიყო საჯარო სექტორში, შესაძლოა სხვა სექტორში, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რადიო ”პალიტრის” ეთერში, გადაცემაში „შუა დღის სტუდია“ განაცხადა, რითაც მერის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მის გეგმებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

ნარმანიას თქმით, ახალი მერის არჩევამდე უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობს.

”კანონმდებლობით და პროცედურებით დადგენილია, რომ უნდა დასრულდეს არჩევნები, გამოცხადდეს შედეგები და როცა ცესკო გამოსცემს შესაბამის აქტს, ეს ნიშნავს, რომ ახალი მერის უფლებამოსილება შედის ძალაში და ძველი მერი თავისუფალია. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ვიქნები იქ, სადაც ვიქნები. ჯერ კიდევ სამი თვის განმავლობაში ვარ აქ, ამ პერიოდში იქნება კონსულტაციები. შესაძლოა, ვიყო საჯარო სექტორში, შესაძლოა სხვა სექტორში. როცა ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ამას აუცილებლად მოგახსენებთ”, – განაცხადა ნარმანიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი