მამუკა გამყრელიძე: პრაიმერის დროს ცესკო-ს თანადგომა აუცილებელი იქნება

685

მოძრაობამ “ახალი ერთობა საქართველო” და “პოლიტიკური პლატფორმა – ახალმა საქართველომ” ცესკო-ს წერილობით მიმართეს. მოძრაობის წევრები მამუკა გამყრელიძე და ზურაბ ხარატიშვილი ცესკო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც მამუკა გამყრელიძემ განცხადების დარეგისტრირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მერობის კანდიდატებს შორის შესაძლო პრაიმერის დროს ცესკო-ს თანადგომა აუცილებელი იქნება.

“ჩვენი ინიციატივაა, გავმართოთ პრაიმერი და შევარჩიოთ პროდასავლური ოპოზიციის საუკეთესო კანდიდატი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი დაუჭერს მხარს. ამ ინიციატივის მხარდასაჭერად მივმართეთ ცესკოს – ვითხოვთ მათთან შეხვედრას და საკითხზე მსჯელობას”, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მამუკა გამყრელიძის თქმით, მერობის ოპოზიციონერი კანდიდატებიდან საუკეთესო სწორედ პრაიმერის პრინციპით უნდა შეირჩეს.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ისინი დღეს ასევე მიმართავენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რათა პრაიმერის დებატების დროს სატელევიზიო ეთერი უზრუნველყოფილი იყოს.

წყარო: ინტერპრესნიუსი