კახა კუკავა: არჩევნებისთვის ერთობა შედგება, დეტალებს ორშაბათს გავაჟღერებთ

1034

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციური ერთობა შედგება, თუმცა არა ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით.

როგორც კუკავამ „აიპრესს“ განუცხადა, ორშაბათს გაახმოვანებენ დეტალებს იმაზე, თუ რომელი პარტიები შექმნიან პოლიტიკურ ერთობას.

„გვქონდა კონსულტაციები არის დადებითი გამოხმაურებები და არის უარყოფითი გამოხმაურებებიც. ორშაბათს გვექნება შემაჯამებელი ბრიფინგი და დეტალებს იქ გავახმოვანებთ.

დღეს რა თქმა უნდა სახელებსა და გვარებს ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ერთობა შედგება, თუმცა ამ ერთობაში მონაწილეობას ყველა ოპოზიციური პარტია არ მიიღებს.

ჩემი აზრით, აბსოლუტურად უაზროა ადგილობრივ არჩევნებზე პარტიების დაყოფა საგარეო პოლიტიკური ვექტორის მიხედვით. ჩვენ ერთობა შევთავაზეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, გარდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მას „ნაცმოძრაობის“ შვილობილ კომპანიად მოვიაზრებთ. საბოლოო პასუხს ორშაბათს გაიგებთ“, – განაცხადა კახა კუკავამ.

წყარო: აიპრესი