ქუთაისის მერია კინო “საქართველოს” ტერიტორიას ბიზნესმენს თენგიზ აბესაძეს გადასცემს

1306

ქუთაისის საკრებულო ქალაქის საკუთრებაში არსებულ ქონებას ბიზნესმენს თენგიზ აბესაძეს გადასცემს. საკითხს  კენჭი ხვალ საკრებულოს სხდომაზე ეყრება.

მერიის განკარგულებით, ბიზნესმენს  ტერიტორის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაეცემა. ტერიტორია, რომელიც კინო “საქართველოს” მიმდებარედ მდებარეობს,  პარკირებისთვის არის განკუთვნილი. ადგილზე კაფე “ფლამინგო” მდებარეობდა, რომლის დემონტაჟი განხორციელდა.

როგორც მერიაში განამრტავენდნენ, კინო “საქართველოს” მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირება უფასო იქნება, ბიზნესმენმა ბიუჯეტში 10 წლის მოსაკრებელი წინასწარ შეიტანა. პარკირების არარსებობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შენობის გახსნა დაგვიანდა.

კინო “საქართველო” 25 სექტემბერს გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს დაესწრება თავად თენგიზ აბესაძე, რომლემაც ადგილზე 32 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო.

წყარო: ნიუპრესი