“ჭა გააკეთეს და აღმოჩნდა, რომ მასში წყლის მილები საერთოდ არ შედის”

799

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” წინააღმდეგ ქუთაისში მორიგი აქცია გაიმართა. პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, კომპანია ქუთაისში მოწესრიგების მაგივრად ქსელს აზიანებს. ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ვაშა-ფშაველასა და კიკვიძის ქუჩებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თურქული კომპანია სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებს.

“რამდენიმე თვის წინ გააკეთეს ჭა, რომელზეც უნდა მომხდარიყო მილის დაერთება, მორჩნენ სამუშაოებს, მოვიდა მეორე ჯგუფი, რომ მოეხდნია დარეგულირება და მილების დაერთება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წყლის მილები არ შედის ჭაში და გვერიდან უვლის მას. ეს არის სრული აბსურდი, როგორ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლობა. ახლა თავიდან გადათხარეს ქუჩა და დაიწყეს სამუშაოები, თუმცა ჯერ უცნობია, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება”,-განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, კომპანია რომელიც 87 მილიონს ხარჯავს, მეტ ზიანს მოუტანს ქალაქს, ამიტომ თურქული კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის გამო პრემიერს მიმართა და მოუწოდა დროულად დაიწყონ საქმის შესწავლა.

წყარო: ნიუპრესი