ქვემო ქართლის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

573

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები #10, #15 და #28 სკოლებში იმყოფებოდნენ, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ბიუჯეტის სახსრებითა და ასევე კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის მასშტაბით, 2017 წლის განმავლობაში სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 63 საჯარო სკოლაში განხორციელდება.

არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონის 13 საჯარო სკოლაში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ ეგიდით მიმდინარეობს.

წყარო: ტელეგრაფი