გურიის გუბერნატორის პოსტზე გია სალუქვაძეს მერაბ ჭანუყვაძე შეცვლის

691

“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გურიას რამდენიმე დღეში ახალი გუბერნატორი ეყოლება. გია სალუქვაძეს ამ პოსტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე შეცვლის.

ეს ინფორმაცია ხელისუფლების პირველმა პირებმა “გურია ნიუსს” უკვე დაუდასტურეს.

მერაბ ჭანუყვაძე ამ თემაზე კომენტრს არ აკეთებს.

წყარო: გურიანიუსი