გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას ტოვებს

905

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას ტოვებს.

“სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხ წლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე”. – აღნიშნა გია სალუქვაძემ.

გია სალუქვაძე, ჯერჯერობით არ საუბრობს, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას. მისი თქმით, რამდენიმე შემოთავაზება აქვს.

გია სალუქვაძე გურიის გუბერნატორად 2015 წლის მაისში დაინიშნა.

წყარო: ინტერპრესნიუსი