თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს

1319

უკვე რამდენიმე წელია თელავში არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. მოქალაქეების თქმით, ქალაქის ტრანსპორტის მაგივრად, მგზავრობა ტაქსებით უწევთ, რომელთა ფასიც გაცილებით მაღალია.

“რამდენი ხანია ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება, ვისაც საკუთარი მანქანა არ ჰყავს, მგზავრობა ტაქსებით გვიხდება, რომელთა ფასიც 70 თეთრია, როდესაც ავტობუსი დაახლოებით 40 თეთრი უნდა ღირდეს.,,- განაცხადა  ადგილობრივმა, ლიანა დანელიშვილმა.

“აუცილებელია ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობდეს, ადრე დადიოდა ავტობუსები, ვიცოდით გრაფიკი და არც ტრანსპორტის ლოდინში იკარგებოდა დრო, ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირებაც არსებობდა, თუმცა ჯერჯერობით ამ კუთხით სიახლე არ არის.,,- თამარ დაბრუნდაშვილი, ადგილობრივი:

ადგილობრივების პასუხად თელავის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე დონორებთან, თანხების მოძიების მიზნით.ნთუმცა, როდიდან შეეძლება ქალაქის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა, თარიღს ვერ აკონკრეტებენ.

,,2015 წელს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე. მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სამთავრობო დონეზე, იბიარდთან, ვცდილობთ მოვიძიოთ დონორები, თუმცა ამ ეტაპზე არ შემიხლია გითხრათ, როდის დაიწყებს ფუნქციონირებას მუნიციპალური ტრანსპორტი.,, – განაცხადა  თელავის ვიცე მერმა, თენგიზ მთვარელიშვილმა.

წყარო: აიპრესი