შოთა მურღულია: “ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ თავისუფლება მაკლდა”

887

“ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ თავისუფლება მაკლდა, ყველა გადაწყვეტილებაში თავისუფალი ვიყავი”- ამგვარად პასუხობს ქუთაისის მერი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას. მერის განცხადებით, დამოუკიდებლობა აქვთ თვითმმართველობებს, თუმცა ადასტურებს, რომ დამატებითი ფუნქციები ჭირდებათ.

“მე ყველა გადაწყვეტილებაში თავისუფალი ვიყავი. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ თავისუფლება მაკლდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ  ფუნქციების დამატება ნამდვილად ჭირდება. მოქალაქეები მოდიან თემებით, რომლებიც თვითმმართველობის თემები არ არის, მაგრამ მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. ასეთია მაგალითად, წყლის სისტემა. კარგი იქნება, თუ ქალაქს გადმოეცემა, მაგრამ ჯერ უნდა მოწესრიგდეს, რადგან  ამ დროისთვის ქალაქს არ შეუძლია იმ სესხის დაფარვა, რასაც ცენტრალური ხელისუფლება იღებს. წყლის გადმოცემას უნდა მოყვეს ფინანსები და ვიმედოვნებ, ეტაპობრივად თვითმმართველობებს დამატებითი ფუნქციები მიეცემა”,- განაცხადა შოთა მურღულიამ.

შეგახსნებთ, რომ ქუთაისის მერმა პრესკონფერენცია გამართა.

წყარო: ნიუპრესი