ივლისში „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 1 270 000 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი – 102 ლარი მიიღო

915

მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულობამ ივლისში 1 270 000 ლარი შეადგინა. 36 235 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო „ევროპულმა საქართველომ – მოძრაობამ თავისუფლებისთვის“. „ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ“ შემოწირულობის სახით 11 092 ლარი მიიღო, „გირჩმა“ – 8 300 ლარი; ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო ფონდმა – 3 120 ლარი; „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ – 268 ლარი; „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 200 ლარი; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 102 ლარი; „რესპუბლიკურმა პარტიამ“ – 20 ლარი.

სულ, საარჩევნო სუბიექტების შემოწირულობებმა ივლისის თვეში 1 329 337,50 ლარი შეადგინა.

წყარო: ინტერპრესნიუსი