ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

719

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს სცდება. დასრულებული სამუშაოები ფონდის პროექტების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო გზის  2 ფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, შეკეთდა არსებული 2 სახიდე გადასასვლელი  და მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემები.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის   სამი სოფლის მოსახლეობის საავტომობილო მიმოსვლასა და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.