შოთა მურღულია: ქალაქის განვითარება განათლების გარეშე წარმოუდგენელია

757

ქუთაისში მოქმედი საჯარო სკოლების წარმომადგენლები ქალაქის მერს შეხვდნენ. შეხვედრა თავად პედაგოგების მხრიდან იყო ორგანიზებული,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის შოთა მურღულიას მადლობა გადაუხადეს. ასევე, მე-3 საჯარო სკოლის დირექტორს თამაზ ჭაბუკიანს საპატიო ქუთაისელის წოდება მიულოცეს.

“ჩვენ ვცდილობთ სკოლებს შესაძლებლობის ფარგლებში შევუწყოთ ხელი სხვადასხვა პროგრამებში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ საგანმანათლებლო პროექტები. თვითმმართველობის და ქალაქის განვითარება განათლების გარეშე წარმოუდგენელია.-აღნიშნა შეხვედრაზე შოთა მურღულიამ.

წყარო: აიპრესი