ჩუღურეთის რაიონში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

518

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ბაქოს ქ. N1-ში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდება ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები, ხოლო პატარებისთვის სათამაშო ატრაქციონი, რომელიც კაუჩუკის რბილი იატაკით მოეწყობა. სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრულდება. სამუშაოებს შპს „არადელი“ ახორციელებს.

ამავე ტერიტორიაზე, მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ფიტნეს ტრენაჟორები დაამონტაჟა. ჩუღურეთის რაიონს, მიმდინარე წელს 6 ახალი სკვერი შეემატება.