გურჯაანში ძაღლების თავშესაფრის აშენება იგეგმება

831

გურჯაანში, შესაძლოა, ძაღლების თავშესაფარი აშენდეს. ამის შესახებ თელავის მერიაში აცხადებენ.

როგორც თელავის ვიცემერი თენგიზ მთვარელიშვილი აცხადებს, თავშესაფარში, საწყის ეტაპზე, 130 ვოლიერი განთავსდება.

“ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად თელავში მომრავლებული უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრა დავისახეთ. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორის მოძიების მიზნით, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან. საუბარია ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობაზე, რომელშიც საწყის ეტაპზე დაახლოებით 130 ვოლიერი განთავსდება. თავშესაფარი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით სავარაუდოდ ქალაქ გურჯაანში აშენდება”, – განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.

წყარო: აიპრესი