ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

772

დაბა სურამში მდინარე სურამულაზე ნაპირსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობს.  გვერდისუბნის დასახლებაში კი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

სურამში ნაპირსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 223399 ლარია, შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.

გვერდისუბნის დასახლებაში მინი სტადიონის მოწყობა ბიუჯეტიდან 60 039 ლარით ფინანსდება. პროექტი, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და უფროსი ასაკის მოქალაქეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე, დასარულსუახლოვდება საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი. გარდა ბორჯომის ქუჩისა, ატრაქციონები დამონტაჟებულია ფარნავაზის ქუჩაზე, სურამში, სოფელ ცხრამუხასა და სოფელ ქვემო ქინძათში. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 23 170 ლარს შეადგენს.

ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.