ნიკორწმინდის რესტავრაცია იწყება

1055

ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება. ამბროლაურში უკვე განიხილეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტაძრამდე მისასვლელი გზის აღდგენას.

პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს. პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.