რას ფიქრობენ ახალციხელები თემის და ქალაქის გაერთიანებაზე

784

ქალაქ ახალციხესა და ახალციხის სოფლებში გამოკითხული მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელს თავისი და ქალაქს თავისი ხელმძღვანელი რომ ჰყავდეს, ასე ორივე მეტად ისარგებლებდა.

შეგახსენებთ, მთავრობის ინიციატვით 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდის ეს სტატუსი უუქმნდება. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. რეგიონული განვითარების სამინისტრო მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებს.

თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა, საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 94 ხმით, 5-ის პრეზიდენტი ვეტო დაძლია. პრეზიდენტის აზრით, როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.