ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით წარიმართა

693

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით წარიმართა. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ხმაურის მიზეზი ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად აგორებული პროვოკაცია გახლდათ, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

“სხდომას ესწრებოდნენ ექადიის უბნის მცხოვრებლები, რომელთაც ქალაქის მერისა და საკრებულოსგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხების მოსმენა ოპოზიციის ხმაურის გამო არ დასცალდათ.

სწორედ ამიტომ სხდომის შემდეგ ქალაქის მერმა მოქალაქეები კაბინეტში მიიწვია და ყველა საკითხი, რომელიც ექადიის მცხოვრებლებს აინტერესებდათ, დეტალურად განუმარტა. მერსა და მოქალაქეებს შორის საუბარი, ძირითადად, ექადიის უბანში წყლის სისტემისა და გზის რეაბილიტაციას ეხებოდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: აიპრესი