ბორჯომში მოსახლეობის მიერ წარდგენილი პროექტების განხილვა დასრულდა

691

ბორჯომში ახალი საპილოტე პროექტის “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა დასრულდა.

შეხვედრები ექვსივე ზონის მოსახლეობასთან 2 კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტის შენობაში მიმდინარეობდა.
კონკრეტული დასახლებიდან ავტორებმა წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები განსახორციელებელი პროექტების შესახებ, მათი განხილვა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურების თანამშრობლებთან ერთად მოხდა. მათ საჭირო რეკომენდაციებიც მიიღეს, ახალ ეტაპზე კი დაიწყება უკვე შერჩეული პრიორიტეტების პროექტირება.

მიმდინარე თვიდან მუნიციპალიტეტის კომპეტენტური სამსახურები სრულყოფაში მოიყვანენ პროექტებს. ეს იქნება მუშაობა სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ ასპექტებზე. კითხვების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი აცნობებს პროექტის ავტორებს და მათთან ერთად შეიტანს ცვლილებებს პროექტში. შემოწმების შემდეგ კი ყველა სამუშაო ჯგუფი მიიღებს ინფორმაციას შედეგების შესახებ.
“სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელება ბორჯომში ივნისის თვეში დაიწყო  და მისი მიზანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესებში, მოქალაქეების ჩართულობას გულისხმობს.

პროექტის პირველ ეტაპზე პროექტის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის 6 ზონაში ადგილობრივებს პროექტის მიზნები და ძირითადი აქცენტები გააცნეს.

„სამოქალაქო ბიუჯეტი“ ნოემბრის თვეში დასრულდება, რა დროსაც პროექტებისა და გეგმების ასახვა 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მოხდება.