ქუთაისში აზიური კინოს კვირეული დაიხურა

707

ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, გუშინ აზიური კინოჩვენებები საზეიმოდ დაიხურა. აზიური კინოს კვირეული ”ზაფხულის საღამოების” ფარგლებში ერთი კვირის წინ დაიწყო. იაპონელი და ჩინელი კინემატოგრაფების გახმაურებული ნაშრომების ნახვა ადგილობრივებს ღია ცის ქვეშ, ფართო ეკრანზე უფასოდ შეეძლოთ.

„მსგავს პროექტებს ყოველ წელს ვახორციელებთ და ყველა თაობის ადამიანისათვის ხელმისაწვდომია. გასულ წელს ფელინის კვირეული მოვაწყვეთ, წელს აზიურ კინოს დავუთმეთ ადგილი“, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” კინოჩვენებების ორგანიზატორმა თამთა თურმანიძემ.
კვირეულის ორგანიზატორი ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაა.

წყარო: ინტერპრესნიუსი