ქუთაისის მერია უკრაინელ მოზარდებს მასპინძლობს

913

ქუთაისის მერიის ორგანიზებით უკრაინიდან კერძოდ ქალაქ ჟიტომირიდან ქუთაისში 25 მოზარდი იმყოფება. ისინი დღეს ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე მერს უკრაინის დროშა აჩუქეს . ბავშვები დაბა ურეკში , ბანაკში ისვენებენ. ქართველ თანატოლებთან ერთად ურეკში ისინი ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

ქალაქ ჟიტომირის ბავშვები, რომლებიც ქუთაისში მოიპატიჟეს ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა შვილები არიან. უკრაინის ქალაქი ჟიტომირი და ქუთაისი დაძმობილებული ქალაქებია. აღნიშნული პროექტიც ამ ურთიერთობების ფარგლებში განხორციელდა.

დელეგაციას მერიის ადმინისტრაციული სამსახური მასპინძლობს. სტუმრები დღესვე რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.