ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ორი საგამოფენო დარბაზი შეემატა

665

ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განახლებულ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს ერთ თვეში უმასპინძლებს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მუზეუმს ორი საგამოფენო დარბაზი შეემატა, რომლის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ ადგილზე დაათვალიერა.

გამგებლის თქმით, ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გააჩნია უნიკალური ფონდი, თუმცა ექსპონატთა ნაწილის ნახვა დამთავალიერებელს წლების განმავლობაში არ შეეძლო, მომავალი თვიდან კი აღნიშნული ექსპონატები მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხუთ საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებლისთვის განთავსდება.

წყარო: აიპრესი