სოფელ ომალოს 10 დღეზე მეტია წყალი შეფერხებით მიეწოდება

763

თუშეთის სოფელ ომალოს მოსახლეობას ათ დღეზე მეტია წყლის პრობლემა აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა ტურისტების რაოდენობა შემცირდეს.

“დებეტის სიმცირის გამო წყალშემკრებ აუზში საკმარისი წყლის რაოდენობა ვერ გროვდება, სწორედ ამან წარმოშვა პრობლემა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა შესაძლოა მოსახელობამ წყალი საათობრივი რეჟიმით კიდევ რამდენიმე კვირის განმაბლობაში მიიღოს, სანამ პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება.

რაც შეეხება ტურისტთა ნაკადს, გზებზე ყოველდღიურად ვმოძრაობ და შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე თუშეთი ტურისტების სიმცირეს არ უჩივის.,, – განაცხადა  ახმეტის გამგებლის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძემ.

წყარო: აიპრესი