„ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

883

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია  „ქართულ ოცნებაში“ დაადასტურეს. თუ რატომ შეარჩიეს დავით კოდუა აღნიშნულ თანამდებობაზე, განმარტეს:

„ბატონ დავითს გააჩნია ყველა ის თვისება, რაც შტაბის უფროსს უნდა ჰქონდეს“.

მანამდე „ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია ხელმძღვანელობდა.

დავით კოდუა გუბერნატორის მოადგილედ 2016 წლის დეკემბერში დაინიშნა. უფრო ადრე ის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი იყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

წყარო: ლაივპრესი