თბილისის შემოვლითი რკინიგზის აშენებულ მონაკვეთზე შესაძლოა შიდა მსუბუქი რკინიგზა ე.წ “S-Bahn” განთავსდეს

790

თბილისის შემოვლითი რკინიგზის აშენებულ მონაკვეთზე, შესაძლოა, შიდა მსუბუქი რკინიგზა ე.წ “S-Bahn” განთავსდეს.

პასუხად კითხვაზე – რა ფუნქცია ექნება აღნიშნულ მონაკვეთს, თბილისის მერი, დავით ნარმანია აცხადებს, რომ შემოვლითი რკინიგზის მონაკვეთი, რომელიც 2013 წელს დაკონსერვდა, სავარაუდოდ სატრანსპორტო ფუნქციით დაიტვირთება. თუმცა, ზუსტი ინფორმაცია ნარმანიას ჯერ არ აქვს, რადგან ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულებას ელოდებიან, რომლის შემდეგ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ჩაიწერება რა ფუნქცის მატარებელი იქნება შემოვლითი რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი.

“ცენტრალური მაგისტრალის რკინიგზით დაკავებულ ნაწილთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ველოდებით, რომელიც მიმდინარეობს ოპტიმალური მარშრუტის განსაზღვრასთან დაკავშირებით. მანამდე ეს ნაწილი განვითარდება როგორც სატრანსპორტო ნაწილი.

შესაძლოა ეს იყოს სამანქანო გზა ან შეიძლება იყოს შიდა მსუბუქი რკინიგზა ე.წ “S-Bahn ” -ის ტიპის მსუბუქი რკინიგზა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე 2012 წლამდე 210 მილიონ დოლარამდე უკვე დაიხარჯა. პროექტი 2013 წელს დაკონსერვდა.

წყარო: ბიზნეს მედია