არასწორად მოწყობილი სადრენაჟე არხის გამო კერძო პირის ხეხილის ბაღი ნადგურდება

809

სოფელ მრგვალი ჭალაში თემურ შერმადინის მიწის ნაკვეთში ოთხი მხრიდან მიმავალი ნიაღვარი, ჯერ, ცენტრალურ სადრენაჟო სისტემაში იკრიბება, შემდეგ მიწის ნაკვეთში შედის.

გრაკლიანი გორას ფერდობებიდან, ავტობანიდან, სამთავისიდან და, საკუთრივ, იგოეთი-კასპის შიდა სარაიონოთაშორისო გზიდან დაშვებულ წყლის მასას გასავალი კერძო ბაღებისკენ აქვს.

ამის გამო, ბაღში ხეხილი განადგურდა, ხოლო ნიადაგი გამოუსადეგარი გახდა. ყოველ მომდევნო წვიმის დროს, წყალი ამჯერად მეზობელი სახლებისკენ და ნაკვეთებისკენ მიემართება.

თემურ შერმადინი ამბობს, რომ იგოეთი-კასპის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დროს შეცდომა დაუშვეს, რასაც კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეთანხმებიან. კერძოდ, პროექტის შედგენის დროს, 6,5 კმ-იან გზის მონაკვეთზე, შესაბამისი სადრენაჟო არხის მომზადება არ გაითვალისწინეს.

იგოეთი–კასპი ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-63) საავტომობილო გზის კმ1-კმ 6.5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გზების დეპარტამენტი ახორციელებდა.

,,პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენდა 4 555 000 ლარს, ჯამში 6.5 კმ გზა დაიგო და ასევე მოეწყო ბიტონის სანიაღვრე არხები” – წერია 2015 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის  გაგზავნილ წერილში.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი