გუდაურში ე.წ ,,გადასახედის” რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება

1062

გუდაურში ე.წ “გადასახედის” მონუმენტის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და აგვისტოს ბოლოდან ტურისტებსა და დამთვალიერებლებს განახლებული “გადასახედი” დახვდებათ. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მოძველებული მოზაიკისა და შენობის “სარტყელის” აღდგენა, კონსტრუქციის გამაგრება და მონუმენტამდე მისასვლელ  გზაზე ქვაფენილის დაგება. ასევე, დაგეგმილია დასასვენებელი ადგილებისა და პარკინგის მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 600 000 ლარზე მეტია.