რას უპასუხებს პარლამენტი პრეზიდენტს, ხვალ გაირკვევა

620

რას უპასუხებს პარლამენტი პრეზიდენტს, ხვალ გაირკვევა – საკანონმდებლო ორგანო მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე სამსჯელოდ ხვალ შეიკრიბება. საქმე ეხება თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსების ცვლილებებზე დადებულ სამ ვეტოს, რომლის დასაძლევადაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 ივლისისთვის ჩაინიშნა.

არასამთავრობოები პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, გაიზიარონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და უარი თქვან 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებაზე. მიმართვას ხელს 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.